ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კრიმინალი
1721032231
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს"- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა