ახალი ამბები • 1728068947
ბათუმში, კაცმა ცოლი მოკლა და ადგილიდან მიიმალა
ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა", - წერია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
1726726009