ახალი ამბები • 1756410394
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ქედაში შშმ პირზე ჯერ იძალადა, შემდგომ კი გააუპატიურა
კრიმინალი
1720615806

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ქედაში შშმ პირზე ჯერ იძალადა, შემდგომ კი გააუპატიურა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სექსუალური მოძალადე პოლიციამ გუშინ დააკავა. 30 წლამდე კაცი დაზარალებულის მეზობელია. ცნობილი ხდება, რომ ძალადობის მომენტში ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა