“ეგონა დათვი შეხვდა და ესროლა” - ქობულეთში, კაცმა თანასოფლელი მოკლა

პოლიციის ლენტი

ქობულეთში, ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ხალაში მოხდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სოფლის რწმუნებულის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

"სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის კაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შემთხვევა სოფლის გზაზე მოხდა, ჩაქვისთავში", - განაცხადა ნოდარ კახიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა