ახალი ამბები • 1756410394
გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს - ბრალდებული დაკავებულია
კრიმინალი
1682424963

ხაშურის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, სოფელ ალში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა