ახალი ამბები • 1782206460
კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
კრიმინალი
1651817534
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ალერტკარში მოხდა.
დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.
მეტის ნახვა






















