ახალი ამბები • 1756410394
კაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
კრიმინალი
1669626431

შემზარავი შემთხვევა ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. ინციდენტი კრასნოდარის ქუჩაზე მოხდა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში წევს.
ცნობილია, რომ 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ არ უსაუბრიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე დაკითხა თვითმხილველებიც. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა