ახალი ამბები • 1769693544
კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა - დაწყებულია გამოძიება
კრიმინალი
1716370950
მკვლელობა რუსთავში. შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
მეტის ნახვა






















