ახალი ამბები • 1756410394
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა - სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა
კრიმინალი
1701240802

კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
უცნობია, მომხდარის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა