ახალი ამბები • 1756410394
კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს და მოკლეს
კრიმინალი
1709043816

რუსთავში, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა