ახალი ამბები • 1756410394
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს - შენობაში ცეცხლი გაჩნდა
კრიმინალი
1667390015

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან მოხდა. იმ დროს შენობაში არავინ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
წყარო: რუსთავი 2

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა