ახალი ამბები • 1769693544
მამამთილმა რძალი მოკლა - შემზარავი შემთხვევა აჭარაში
კრიმინალი
1670783476
TV25.GE ინფორმაციით, სალიბაურში მამამთილმა რძალი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.
ფაქტს TV25.GE-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე 1 პირი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს.
34 წლის ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის ქმარი საქართველოში არ იმყოფება და საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული.
მეტის ნახვა






















