ახალი ამბები • 1756410394
მკვლელობა ხელვაჩაურში - კაცი მეგობარმა ბლაგვი საგნით მოკლა
კრიმინალი
1682326613

მკვლელობა ხელვაჩაურში - სოფელ განთიადში, 40 წლამდე კაცმა მეგობარი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ისინი ერთ-ერთ ობიექტზე შენობის რესტავრაციას ახდენდნენ, რა დროსაც კონფლიქტი მოუვიდათ. კამათის მიზეზი უცნობია.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დადგინდა, რომ სოფელ განთიადში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მეგობარს ბლაგვი საგნის მეშვეობით, თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც, იგი, ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა