ახალი ამბები • 1751358640
მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულია 1 პირი
კრიმინალი
1658139546
უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა? ქობულეთში, კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ხალაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს თანასოფლელი დათვში აერია. ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სოფლის რწმუნებულის ცნობით, 43 წლის კაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტის ნახვა