მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - აჭარაში, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს

აჭარაში, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს. გენადი სურმანიძის ცხედარი ჩაქვში, საკუთარ მანქანაში, რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, კაცი ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ირკვევა, გენადი სურმანიძეს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. რას უკავშირდება ფაქტი, მკვლელობას თუ თვითმკვლელობას? - ამას გამოძიება დაადგენს. არსებული ინფორმაციით, იგი გარდაცვალებამდე, ბათუმში იმყოფებოდა და სახლისკენ გადაადგილდებოდა.

ჰყავდა თუ არა, გენადი სურმანიძეს მტრები უცნობია? ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობაზე მეზობლები კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ.

მაღალჩინოსანი სამსახურიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს. რატომ დაატოვებინეს თანამდებობა გენადი სურმანიძეს, ჩვენთვის უცნობია. გამოძიების დასრულებამდე ოჯახის წევრები არაფერს ამბობენ. არც ის იციან, რა გახდა გარდაცვლილის გათავისუფლების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს. გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი? ან არსებობს თუ არა დამნაშავე? ჯერჯერობით უცნობია.

მეტის ნახვა