ახალი ამბები • 1756410394
"მოპარულია 1 000 ლარის ოდენობის სიგარეტი" - ქურდობა ქობულეთში
კრიმინალი
1698058942

ქურდობა ქობულეთში - ბოროტმოქმედებმა სავაჭრო ობიექტიდან 1 000 ლარის ოდენობის სიგარეტი მოიპარეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ მძარცველებმა შუშის კარი გატეხეს და მაღაზიაში ამ გზით შეაღწიეს. ხუთივე დამნაშავე არასრულწლოვანია.
"მაგნიტში" დასაქმებულების თქმით, მძარცველები ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან, რადგან მათ სახეები დაფარული ჰქონდათ.
შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით იძიებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა