ახალი ამბები • 1769693544
მოპარულია 20 000 ლარამდე ღირებულების კოსმეტიკა, სამკაულები და ინვენტარი - სილამაზის სალონი გაქურდეს
კრიმინალი
1667476032
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში სილამაზის სალონი გაქურდეს. მეპატრონის თქმით, ობიექტიდან 20 000 ლარამდე ღირებულების კოსმეტიკა, სამკაულები და სხვადასხვა ინვენტარია მოპარული.
შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობს.
მეტის ნახვა






















