ახალი ამბები • 1756410394
პოლონეთში, 26 წლის ზუგდიდელი ქალი მოკლეს - დამნაშავე სავარაუდოდ, ქმარია
კრიმინალი
1653545310

პოლონეთში 26 წლის ზუგდიდელი ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ქალის უფლებებს ორგანიზაცია საფარი იცავდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლს შაბათს, 3-ჯერ გამოუძახეს პოლიცია, რის შემდეგაც, ქმარი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მეორე დღეს, ქალი დაუკავშირდა ადვოკატს და უთხრა, რომ კაცი სახლში მიდიოდა, თუმცა მას მისი ნახვა არ სურდა. საფარი დაუკავშირდა პოლონეთის პოლიციას, თუმცა 26 წლის ქალი ვერ გადაარჩინეს.
ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი პოლონეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა