ახალი ამბები • 1756410394
ქალმა ყოფილ ქმარს ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ავტომობილი ქვებით დაუზიანა
კრიმინალი
1650436180

ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა. შემთხვევა გუშინ, რუსთავში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა, ყოფილ ქმარს შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ, ბენზინი გადაასხა.
იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა, კაცმა გაქცევა მოახერხა. შემდეგ, ქალმა, ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.
კაცმა 112-ში დარეკა, მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
წყარო: ინფო რუსთავი

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა