ახალი ამბები • 1675446001
ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ცოლს 5,5 წელი მიუსაჯეს
კრიმინალი
1638548238

კასპში ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულ ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვის პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩხაიძის ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
34 წლის ნოდარ ღუნაშვილი 13 მარტს მოკლეს. შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლულის ცოლი, 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

ბათუმში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს
1675317554

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა