ახალი ამბები • 1742404372
ქობულეთში დააკავეს დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა
კრიმინალი
1693552271

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ რამდენიმე სამართალდამცავი, დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
მეტის ნახვა