ახალი ამბები • 1752267330
სარფის საბაჟოზე 22 309,94 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ
კრიმინალი
1720783494

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" არადეკლარირებული ოქროს კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე, შემოსავლების სამსახურის ცნობით.
"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა", - წერია განცხადებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა