ახალი ამბები • 1756410394
შეიარაღებული დაპირისპირება - დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაიჭრა
კრიმინალი
1677593937

შეიარაღებული დაპირისპირება გორში - რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა