ახალი ამბები • 1756410394
შემთხვევითი გასროლა თუ განზრახ მკვლელობა?! | მოკლულია 60 წლამდე ასაკის კაცი
კრიმინალი
1700643617

შემთხვევითი გასროლა თუ განზრახ მკვლელობა?! - მოკლულია 60 წლამდე ასაკის კაცი. შემთხვევა ქარელში, სოფელ სამწევრისში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი - სათევზაოდ. ბრალდებულის მხრიდან გასროლისას მიყენებული დაზიანების შედეგად კაცი დაიღუპა.
ახლა გამოძიება უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რას ემსხვერპლა შუახნის კაცის სიცოცხლე - შემთხვევით გასროლას თუ განზრახ მკვლელობას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. კაცი უკვე დაკავებულია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა