შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი გამოჭრეს

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი გამოჭრეს. ფაქტი გუშინ, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა. ინფორმაციასა და ფაქტის ამსახველ ფოტოს ცხოველთადამცველები ავრცელებენ. მათი თქმით, დანაშაულის გამოძიების მიზნით პოლიციას უკვე მიმართეს.

"კისერში დანა გაუყარეს, რა თქმა უნდა, პოლიცია გამოვიძახეთ, ცხოველი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, დავწერთ საჩივარსაც და ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ" - წერს ცხოველთა უფლებადამცველი, თეონა ყურშუბაძე სოციალურ ქსელში.

შსს-ში TV25.GE-ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიუსაფარ ცხოველებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. ანალოგიურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყებას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია, საქმის ძიება კი გაურკვეველი მიზეზებით დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ არის. 

მეტის ნახვა