ახალი ამბები • 1747899917
შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი სარგებლობდა იმ გარემოებით, რომ გოგონას მშობლები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილს მასთან ერთად მარტო დარჩენა უწევდა. ძალადობა 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სისტემატურად გრძელდებოდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას უამბო, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიცია გამოიძახა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.

1739131407