სისხლიანი გარჩევა ბათუმში - რესტორანში, დანით 1 პირი დაჭრეს

პოლიციის ხაზი

ფოტო: გუგლიდან

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - TV25.GE-ის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში, გვიან ღამით მოხდა.

როგორც თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

"დანით დაჭრა, რადგან მის ცოლს უცხო კაცი ცეკვის დროს წელზე ხელით შეეხო", - გვითხრა თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა