ახალი ამბები • 1756410394
სისხლიანი გარჩევა რუსთავში - 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა
კრიმინალი
1669626068

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ მოხდა.
დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები მას გვიან ღამით მიაყენეს. გოგონები ერთმანეთს იცნობდნენ და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა