ახალი ამბები • 1763483982
სისხლიანი გარჩევა - სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი დაჭრა
კრიმინალი
1705903614
სისხლიანი გარჩევა კახეთში - სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ქეიფის დროს მოხდა - თანასოფლელებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან სუფრის წევრებს ესროლა.
დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















