ახალი ამბები • 1751994240
სისხლიანი გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის - დაჭრილია 15 წლის მოზარდი
კრიმინალი
1653924153

სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები - ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.
ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა