ახალი ამბები • 1701337917
სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა „TOYOTA“-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქ. თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221