ახალი ამბები • 1769693544
სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს
კრიმინალი
1695106198
ფოტო: გუგლიდან
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში, 23-ე საჯარო სკოლაში მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შენობიდან ტექნიკა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე წაიღეს. დამნაშავეები 20 წლამდე ასაკის პირები არიან. ისინი სკოლაში ღამით, ფანჯრიდან შეიპარნენ. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცები უკვე დააკავეს.
ლეპტოპები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. მიმდინარეობს გამოძიება.
მეტის ნახვა






















