თბილისში დააკავეს 28 წლის მამაკაცი, რომელიც 16 წლის გოგოს მეძავად ამუშავებდა...

დაკავება

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ტრე­ფი­კინ­გის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით გა­და­ი­ბი­რა და სა­მუ­შა­ოდ და­ი­ქი­რა­ვა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით 16 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი. ბრალ­დე­ბუ­ლის მი­თი­თე­ბით, მის­სა­ვე მა­სა­ჟის სა­ლონ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და მსურ­ვე­ლებს, ხოლო არას­რულ­წლო­ვა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას ბრალ­დე­ბუ­ლი ისა­კუთ­რებ­და და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გან­კარ­გავ­და.
"გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს პროს­ტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ნიღ­ბად, 2022-2025 წლებ­ში თბი­ლის­ში გახ­სნი­ლი ჰქონ­და მა­სა­ჟის სა­ლო­ნე­ბი, სა­დაც პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მას ეწე­ო­და. ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ გა­და­ცე­მულ ოთა­ხებ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი პი­რე­ბი სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­დნენ კლი­ენ­ტებს. თან­ხის დიდ ნა­წილს კი ბრალ­დე­ბუ­ლი იღებ­და, რაც ობი­ექ­ტის მუ­შა­ო­ბის მი­ზანს და შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერთ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 28 წლის ლე­ვან ხა­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

მას აღ­მა­შე­ნებ­ლის 108 ნო­მერ­ში ე.წ. მა­სა­ჟის სა­ლო­ნი კი­ბის უჯრედ­თან მო­წყო­ბილ ფარ­თში და სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სარ­დაფ­შიც ჰქონ­და გახ­სნი­ლი. ტრე­ფი­კინგსა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია ჯერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ აქვს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე სე­კუნ­და მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ტრე­ფი­კინ­გი) და 254-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით (პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა."

 

ინფორმაციას ამბები.ge ავრცელებს.

მეტის ნახვა