ახალი ამბები • 1756410394
ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვია გაისროლეს - დაჭრილია ერთი ადამიანი
კრიმინალი
1653458686

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვია გაისროლეს.
შედეგად, დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა