ახალი ამბები • 1769693544
ცივი იარაღით, მეზობელმა მეზობელი დაჭრა
კრიმინალი
1672121733
კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა - მეზობელმა მეზობელი დაჭრა. შემთხვევა ხობში, გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
მეტის ნახვა






















