ახალი ამბები • 1769693544
ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს
კრიმინალი
1673245002
თბილისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მეტის ნახვა






















