უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააავეს

მიგრანტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული ქ. ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის "სარფის" გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა", - წერია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული დ.-ი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრიმა და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა