ახალი ამბები • 1756410394
ვანდალიზმის ფაქტი ქედაში - მუნიციპალიტეტში, სკულპტურა "საქართველოს სადარაჯოზე" დააზიანეს
კრიმინალი
1651575808
ვანდალიზმის ფაქტი ქედაში. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მუნიციპალიტეტის შესასვლელში არსებული მონუმენტი დააზიანეს. ფაქტს ქედის მერი ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
როლანდ ბერიძის თქმით, ვანდალიზმის შესახებ პოლიციას უკვე აცნობეს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „საქართველოს სადარაჯოზე“ - ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა მონუმენტი, ქედაში, 2018 წელს დამონტაჟდა.
სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვითხრეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა