ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - BBC ფხალზე

ქართული სეზონური კულტურა, რომელიც „ბიბისის“ ინტერესის ობიექტი გახდა. მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - ასეა აღწერილი დასავლურ მედიაში ბოსტნეული, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იჭერს არამხოლოდ ტრადიციულ სუფრაზე. ამასთან, ფხალეული კერძების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. იმის გარდა, რომ ძალიან გემრიელია, ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს.

ასე ფხალობიო მზადდება. გულნაზ ბედინაძისთვის, ფხლით მომზადებული კერძი დელიკატესია. პროდუქტს ბაზარში არ ყიდულობს, საკუთარ ბოსტანში მოჰყავს და მრავალფეროვან კერძებს ამზადებს. გარდა იმისა, რომ გემრიელია, გვეუბნება, რომ ფხალეული ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო საკვებია.

ფხალი, რომ ვიტამინებით გაჯერებული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სეზონური კულტურაა, ამას შეფ-მზარეულიც ამბობს. მამუკა დარჩიას თქმით, მისი მომზადების პროცესი სირთულეებთანაცაა დაკავშირებული და საპასუხისმგებლოცაა. ფხალეულს, ქართულ სამზარეულოში დიდი ადგილი უჭირავს. ფხლით მომზადებულ კერძებს ყველა რესტორნის მენიუში ნახავთ.

გამოიყენება, როგორც გარნირი. სხვადასხვა კერძისთვის კი, დანამატის სახითაც. ფხლით მომზადებული საკვები სამზარეულოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაზავად მიიჩნევა, რომელიც ყველა სხვა პროდუქტისგან გამორჩეულია.

ქართულ კულინარიულ გზამკვლევში ფხალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გვეუბნებიან. ეს იმიტომ, რომ კერძი ქართულია და ტურისტებისთვის საინტერესო.

ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს - ასეა აღწერილი „ბიბისიზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში ქართული სეზონური კულტურა. ჟურნალისტი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის, ქვეყნის ტურისტული მიმართულებისა და კულტურას შესახებ უყვება. სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, ბაზრობები, აგრეთვე კვების ობიექტები, სადაც ვეგანებს კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.

მეტის ნახვა