როგორ გახეხოთ ჭარხალი ისე, რომ არ დაისვაროთ | 5 მეთოდი, რომელიც არ იცოდით

ჭარხლის გახეხვა

ის, ვინც ხშირად ატარებს დროს სამზარეულოში, იცის რა შედეგი მოჰყვება საჭმლის მომზადებას. ზოგჯერ ხელის გაჭრა, ზოგჯერ საჭმლის სუნი ხელებზე, მაგრამ ამ სიაში უდავო ლიდერია ჭარხალი და მისი მკვეთრი ფერი.

საფეხურები:

მჟავა

ყველაფერი გამოდგება, იქნება ეს ახლად გაწურული ლიმონი, ლიმონის მჟავა თუ ძმარში დასველებული ბამბის დისკი, მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, რომ მჟავა აშრობს კანს, ამიტომ მომზადების შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ ხელები კრემით.

ზეთი

შესანიშნავი მეთოდია არა მხოლოდ ჭარხლის წვენისგან "თავის დასაცავად", არამედ კანის დასატენიანებლად - შეიზილეთ თითებსა და ხელისგულებზე მცენარეული ზეთი პერიოდულად და შედეგი გექნებათ.

ხელთათმანები

სახლში უბრალოდ გქონდეთ რამდენიმე წყვილი საყოფაცხოვრებო ხელთათმანი. ჩაიცვით მომზადებამდე და ხელები სუფთა გექნებათ.

პოლიეთილენის პარკი

შემოახვიეთ ჭარხალს პოლიეთილენის პარკი და ფრთხილად გახეხეთ ხელების დაბინძურების გარეშე. ეს მეთოდი მარტივი, პრაქტიკული და საიმედოა.

ჩანგალი

საიდუმლო მარტივია - გაფცქვნილი და მომზადებული ჭარხალი აიღეთ ჩანგლით, რომ არ გაცურდეს და გახეხეთ ჭარხალი.

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა