როგორ მოვადუღოთ თურქული ყავა სწორად? - საფეხურები

თურქული ყავა

ყავის მოყვარულებმა იციან, თუ როგორია სინამდვილეში გემრიელი ყავა, ხოლო მათი უმრავლესობის არჩევანი კი სწორედ თურქულ ყავაზე ჩერდება. სწორი მეთოდით მომზადება ყავას განსაკუთრებულ გემოს და არომატს მატებს.

საფეხურები:

  • მომზადებისთვის აუცილებლად გამოიყენეთ სუფთა წყალი;
  • წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რაც შეიძლება დიდხანს;
  • იმისათვის, რომ ყავა არომატული იყოს, გამოიყენეთ ჯეზვე.
  • დაუმატეთ მწიკვი მარილი, რაც თურქებში საკმაოდ პოპულარული ხრიკია.
  • თუკი ტკბილი ყავის მოყვარული ხართ, გამოიყენეთ ყავისფერი დაფქული შაქარი.
  • არ აადუღოთ ბოლომდე. როგორც კი ნახავთ, რომ ყავა იწყებს წამოდუღებას, გადმოდგით ცეცხლიდან.
  • ნახევარი წუთით აცადეთ გაგრილება და შემდგომ დაასხით ჭიქაში.
  • გემრიელი ყავის მოდუღებისას, გაითვალისწინეთ, უმჯობესია, იყიდოთ მარცვლები და მომზადების წინ დაფქვათ.

წყარო: marao.ge

მეტის ნახვა