ახალი ამბები • 1735650420
როგორ მოვამზადოთ აჭარული სინორი მხოლოდ 10 წუთში? - მარტივი რეცეპტი
კულინარია
1656576616
სინორის მოსამზადებლად ადრე, მაღალმთიან აჭარაში საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს იყენებდნენ. ახლა მის მოსამზადებელი შეგიძლიათ სომხური ლავაში გამოიყენოთ და კერძი 10 წუთში მზად იქნება.
ინგრედიენტები:
- ნიორი - 2.00 კბილი
- მარილი
- კარაქი - 250.00 გ
- ნადუღი - 500.00 გ
- სომხური ლავაში - 1.00 ფირფიტა
მომზადების წესი
- დაჭერით სომხური ლავაშიგრძელ ზოლებად, თითოეული ზოლი გადაახვიეთ პატარა რულეტებად. რულეტები გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე.
- ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთნადუღი, ცოტაოდენი წყალი, მარილიგემოვნებით, დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი (სურვილისამებრ) და ურიეთ, სანამ არ ადუღდება.
- როგორც კი მასა ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით ლავაშის რულეტებს იმდენი, რომ რულეტები ნახევრად დაფაროს.
- ტაფა მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ რულეტებს ზედაპირი არ დაებრაწება.
- სუფრასთან მიტანის წინ მოასხით გამდნარი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: gemrielia.ge
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა