ახალი ამბები • 1752592983
როგორ მოვამზადოთ გამაგრილებელი სახლის ლიმონათი?
კულინარია
1658339019

არაფერი ისე არ აკმაყოფილებს წყურვილს სიცხეში, როგორც ჭიქა ცივი ლიმონათი. გთავაზობთ საფეხურებს როგორ მოამზადოთ გამაგრილებელი სასმელი.
გასწავლით მარწყვის და ლიმონის უგემრიელესი ლიმონათის მომზადებას.
- გამოწურეთ 6 ლიმონის წვენი და გაატარეთ ბადე-საწურში. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ.
- 2,5 ლიტრ წყალს დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. ჩაასხით 0,5 ლიტრი შაქრის სიროფი. მის მოსამზადებლად საჭიროა შაქრის გახსნა მდუღარე წყალში 1:2 თანაფარდობით. აურიეთ და დატოვეთ ცოტა ხნით.
- 3 ჭიქა მარწყვი დაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ ლიმონიან წყალს. რამდენიმე მოიტოვეთ ჭიქების გასაფორმებლად.
- ლიმონათი გადაწურეთ ბადე-საწურში (შეგიძლიათ გამოიყენოთ მარლა), ჩაყარეთ ჭიქებში ყინულის კუბები, დაასხით ლიმონათი და გააფორმეთ მარწყვით.
წყარო: rogor.ge

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა