როგორ მოვამზადოთ სტაფილოს წვნიანი | რეცეპტი

სტაფილოს წვნიანი

სტაფილოს წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  1. 4 ცალი სტაფილო
  2. 1 თავი ხახვი
  3. 2 კბილი ნიორი
  4. 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში
  5. 80 გრამი ფორთოხლის წვენი
  6. 1⁄2  ჩ/კ ჯინჯერის ფხვნილი
  7. 1 ს/კ კარაქი
  8. 1 ს/კ ქინძი
  9. გემოვნებით მარილი
  10. გემოვნებით პილპილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

1. კარაქში ხახვი და ნიორი მოვთუშოთ შემდეგ დავაყაროთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო და დაველოდოთ სტაფილოს დარბილებას.

2. როცა სტაფილო მზად იქნება დავუმატოთ ბოსტნეულის ნახარში თუ ბოსტნეულის ნახარში არ მოგეპოვებათ დაუმატეთ "გალინა ბლანკას კუბები" შემდეგ დავუმატოთ ფორთოხლის წვენი მარილი პილპირი და ჯინჯერის ფხვნილი და დაველოდოთ ადუღებას

3. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ წვნიანი და ჩავასხათ ბლენდერში დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დავაბლენდეროთ.

 

გემრიელად მიირთვით!

მეტის ნახვა