როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სოკოს კრემ-სუპი?

სოკოს კრემ-სუპი

სოკოს კრემ-სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხელი წყალი 1 1/2 ს/კ.
  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 2 კბილი
  • კარაქი 4 ს.კ.
  • ქამა სოკო 450 გ.
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ფქვილი 2 ს/კ.
  • ბოსტნეულის ან სოკოს ბულიონი 4 ჭიქა
  • სოიოს სოუსი 2 ს/კ.
  • ხმელი ქონდარი 1 ჩ/კ.
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • ცხიმიანი ნაღები 1/2 ჭიქა.

საფეხურები - მომზადება:

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად. გაადნეთ კარაქი ღრმა ქვაბში საშუალო ცეცხლზე. ტაფაში გადაიტანეთ ხახვი, ნიორი. მოთუშეთ გამჭვირვალობამდე, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სოკო და მოთუშეთ 15 წუთის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ.

დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად მოურიეთ. ჩაასხით 4 ჭიქა ბულიონი და ხის კოვზით ამოურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი. ცხელ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი, სოიოს სოუსი და ქონდარი. ჩაასხით ქვაბში და ამოურიეთ. ხარშეთ სუპი დაბალ ცეცხლზე 30 წთ.

ამოიღეთ დაფნის ფოთლები. 3 ჭიქა გადაასხით ბლენდერში და დააბლენდერეთ. შემდეგ, უკან ქვაბში გადაიტანეთ და აურიეთ.

წვნიანს დაუმატეთ ნაღები და გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა