ახალი ამბები • 1769693544
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრეში, VI-VII საუკუნის ბიზანტიური პერიოდის ამფორები აღმოაჩინეს
კულტურა
1685524758
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ მონაკვეთში არქეოლოგიური გათხრები განახლდა. ექსპედიციაში VI-VII საუკუნის ბიზანტიური პერიოდის ამფორები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ორი სრულყოფილი და ერთი დაზიანებული ამფორა.
ამავე ტერიტორიაზე ნახეს სხვადასხვა ტიპის სამზარეულო, სამშენებლო თუ სატრანსპორტო ჭურჭლის ფრაგმენტები. ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კვლევითი ცენტრის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.
მეტის ნახვა






















