ახალი ამბები • 1743412024
კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა
კულტურა
1729248679

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა. პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.
თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგარდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის "თბილისის კონცერტინოს" დირექტორი.
პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბერს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
მეტის ნახვა