ახალი ამბები • 1735227842
საგასტროლო ტურნედან ემიგრაციაში - აჭარის განათლების სამინისტროს, ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები გაექცა
გაქცევა სცენიდან - აჭარის სახელმწიფო ანსამბლ “ხორუმის” წევრები, ისრაელში დარჩნენ. ხელოვანები აჭარის განათლების სამინისტრომ, მის მიერვე დაორგანიზებული გასტროლიდან, უკან, სრული შემადგენლობით ვერ დააბრუნა. ჩვენი ინფორმაციით, მოცეკვავეები ისრაელში დარჩენას, წასვლამდე, მაღალანაზღაურებადი სამსახურის იმედით გეგმავდნენ. ამას, ადასტურებს ჩვენი რამდენიმე წყარო, მათ შორის სამთავრობო წრიდან. შინ, არასრული შემადგენლობით და უცხოეთში დარჩენილი წევრების სამგზავრო ბილეთებსა და სხვა ხარჯებისთვის გადახდილი ფული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პასუხისმგებლობას გაქცეული ხელმძღვანელობა და რწმუნება, რომ ახალგაზრდები ქვეყანაში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული გასტროლიდან მოცეკვავეების გაქცევში მმართველი გუნდი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ხალხის ფულით დაფინანსებული სახელმწიფო ანსამბლიდან, ქართულ რეალობას გაქცეულ ხელოვანებს, ემიგრაციაში დარჩენა, ჩვენი ინფორმაციით, გამგზავრებამდევე ჰქონდათ გადაწყვეტილი. „ხორუმის“ სამი წევრის საქართველოში არ დაბრუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემად არ მიაჩნიათ. აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ფაქტს, მხოლოდ, მოცეკვავეების უპასუხისმგებლობას მიაწერს. დავით ბაციკაძე, პრობლემას, მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მსგავსმა გადაწყვეტილებებმა, სამომავლოდ, შესაძლოა, ისრაელსა თუ სხვა ქვეყნებში კულტურული მნიშვნელობის ვიზიტები შეაფერხოს. ბაციკაძე ჩვენს მიერ დასმულმა კითხვამ, თუ კი ხელვანები არ დაბრუნდებიან, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, პოსტ ფაქტუმ რა ღონისძიებები გატარდება, გააღიზიანა.
კონცერტების შემდეგ, “ხორუმის” სამი წევრის ისრაელში დარჩენას ანსამბლის ხელმძღვანელობა ადასტურებს. ლილი ვარშანიძე, ამტკიცებს, რომ მოცეკვავეები ახლობელთან დარჩნენ და ისინი, 27 მაისს, ქვეყანაში დაბრუნდებიან. თუმცა, გარანტიები, რომ სახელმწიფოს ხარჯზე და ქვეყნის სახელით გამგზავრებული ხელოვანები, საქართველოში დაბრუნდებიან, არ აქვს.
TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ხორუმის“ წევრები საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ და თავის დროზე, ბათუმიდან, ამ მიზნით წავიდნენ. როგორც ჩვენი სამთავრობო წყაროები გვიყვებიან, ისინი, ისრაელში, მაღალანაზღაურებადი დასაქმების მიზნით დარჩნენ. საქართველოში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, საზოგადოება იმ კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, რომ სამინისტროს მიერ დაორგანიზებული გასტროლიდან ხალხი, თავად სახელმწიფო უწყებას გაექცა. კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ გუდავამ ფაქტი, გუშინ, კატეგორიულად უარყო, თუმცა, დღეს, დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ, აეროპორტში, გამომგზავრების წინ გაიგო. საქართველოში დაბრუნებული გასტროლის ორგანიზატორი, ჩვენს კამერებს დაემალა. გუდავა კითხვებზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. მან, სავარაუდოდ, აეროპორტის ალტერნატიული გამოსასვლელით ისარგებლა.
ხელოვანების გადაწყვეტილებას, ტურნეს ერთ-ერთი მონაწილე ამართლებს. ბაჩო ნაკაშიძის თქმით, მოცეკვავეების ქვეყანაში, ჯგუფთან ერთად არ დაბრუნება კატასტროფას არ ნიშნავს.
აჭარიდან მრავალრიცხოვანი დელეგაცია, იერუსალიმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე გაემგზავრა, თუმცა, გასტროლიდან სრული შემადგენლობა აღარ დაბრუნებულა.
1728455482
1727447820