ახალი ამბები • 1756410394
საქართველოში დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს
კულტურა
1640356476
უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, საქართველოში პირველად, დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მონეტა ორიგინალია და როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტის ღირებულება შეუფასებელია.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა