2 დამლაგებელი უფუნქციო ტანკისთვის

ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა, რისთვისაც ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 200 ლარი იხარჯება. სოფელ წონიარისში მცხოვრებლები "დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში აიყვანეს. 

დასაქმებულებმა TV25.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ ტანკს კვირაში ერთხელ ალაგებენ, რისთვისაც მათ ყოველთვიურად 300 ლარს უხდიან. 

უფუნქციო ტანკი სოფელ წონიარისის ცენტრში 1983 წლიდან დგას. იგი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება.

საბრძოლო ტექნიკის მისაღებად სამზადისი 1 წლით ადგე დაიწყეს. ადგილობრივებმა კვარცხლბეკი მოამზადეს, რომელზეც ტანკზე არსებული წარწერები, საბჭოთა სიმბოლოები და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 20 დღით ადრე გამოგზავნილი სტალინის წერილის ტექსტი ამოუტვიფრავთ.

დღეს წარწერები აღარ იკითხება. წლების წინ აქ რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ და ყველა წარწერა საღებავითაა დაფარული.

მეტის ნახვა